ახალი ამბები

თუშეთის გზაზე გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა

თუშეთის ყველა ხეობასთან მისასვლელი გზა გაწმენდილი და რეაბილიტირებულია.

აღნიშნულ ინფორმაციას ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ გზაზე ავტომობილებით გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი.

,,ამ ეპატზე აქტიურად მიმდინარეობს სოფლების შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნულ სამუშაოებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარზე მეტია გამოყოფილი”,- აცხადებენ უწყებაში.