კახეთში ,,ფაიზერით” აცრის პროცესი 26 ივლისიდან დაიწყება
კახეთის რეგიონში “ფაიზერით” იმუნიზაციის პროცესი ორშაბათიდან დაიწყება.
რამდენიმე ასეული დოზა ვაქცინა თელავის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრს დღეს გადაეცა.
რეგიონში მოქმედი ამცრელი დაწესებულებიდან ,,ფაიზერით“ აცრები ამ ეტაპზე მხოლოდ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოხდება.
სპეციალისტების განმარტებით, საზოგადოებრივ ცენტრებში ყველა პირობაა შემნილი იმისათვის, რომ მოხდეს ცივი ჯაჭვის პრინციპის დაცვა და ვაქცინაციის პროცესის უსაფრთხო გარემოში ჩატარება.
რეგიონში მოსახლეობა ამ დრომდე სინოფარმით, სინოვაკითა და ასტრაზენეკათი იცრებოდა, თუმცა ახლა ფაიზერის ვაქცინაც ხელმისაწვდომია.
კახეთის რეგიონში მცხოვრებლების ნაწილის თქმით, ფაიზერის ვაქცინის მისაღებად რეგისტრაცია ვერ განახორციელეს, რადგან მარაგები უკვე დაჯავშნული დახვდათ.