ახალი ამბები

გურჯაანში კორონავირუსით 28 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით 28 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ახალგაზრდა ერთ- ერთ სტაციონარში მკურნალობდა.

“ახალგაზრდა მამაკაცს წარსულში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული ტრამვები ჰქონდა და რისკ-ჯგუფს განეკუთვნებოდა. სტაციონარში იყო გადაყვანილი. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც ვიცით, უკვე დაკრძალეს”- განაცხადეს უწყებაში.

22 ივლისს, კოვიდ- 19- ით გარდაიცვალა 57 წლის ქალიც, რომელიც თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობდა. სულ რეგიონში, კორონა ვირუსით უკვე 151 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში კახეთში კოვიდ- 19- ის 181 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. სექტემბრიდან დღემდე კი რეგიონში 17 693 ინფიცირებულია, ამ ეტაპზე მკურნალობას 1 465 პაციენტი გადის.