ახალი ამბები

თელავი-ყვარლის გზაზე ავარიას 35 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

კახეთში ავარიას 35 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.

შემთხვევა გვიან ღამით,თელავი ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მოტოციკლით გადაადგილდებოდა, რა დროსას მოცურდა და ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა.

მიღებული დაზიანებებით ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.მომხდარზე მიმდიანრეობს გამოძიება.