თელავში ექსპოზიცია სახელწოდებით “ჩემი გოგო” მოეწყო
თელავში, ცენტრალურ მოედანზე ერეკლე მეორის ბაღში, ექსპოზიცია სახელწოდებით “ჩემი გოგო” მოეწყო.
გამოფენილი იყო ფოტოები, რომლებშიც ახალგაზრდა მშობლებისა და მათი გოგონების ყოველდღიურობაა გადმოცემული. კამპანია გენდერის ნიშნით სქესის შერჩევის წინააღმდეგ არის მიმართული. ექსპოზიცია 20 აგვისტომდე თელავის კულტურის ცენტრში განთავსდება.
აღსანიშნავია, რომ პროექტს ,,თავისუფალი ასოციაცია” ახორციელებს, რომლის პარტნიორიც თელავის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახია.