ღია სივრცეებში 5-6 ადამიანის შეკრებისას პირბადე სავალდებულო გახდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გარე სივრცეებში პირბადის ტარებასთან დაკავშირებით ახალ რეგულაციას აანონსებს.
“შემოდის რეგულაცია, რომ ღია სივრცეებში, იქ, სადაც 5-6 ადამიანი ერთად ვიკრიბებით, ყველას უნდა გვეკეთოს პირბადე. ვისგანაც იღებთ ინტერვიუს, დააკვირდით, პირბადე ეკეთოს. თუ ეპიდვითარების გაუარესება გაგრძელდა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი შევა საკოორდინაციო საბჭოში რეკომენდაციით კიდევ უფრო გამკაცრებაზე”, — განუცხადა გამყრელიძემ ჟურნალისტებს.
ღია სივრცეში პირბადეის გამოყენების ვალდებულება მთავრობამ 22 ივნისს გააუქმა. პირბადის ტარება სავალდებულო დარჩა მხოლოდ ტრანსპორტში, დახურულ სივრცეებსში, გაჩერებებსა და ბაზრობებზე.