შესაძლოა ფქვილი გაიაფდეს
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა აცხადებს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება კოვიდ სიტუაცია მსოფლიოში და ასევე შესაძლოა ლარის გამყარება, უკრაინასა და რუსეთში ხორბლის დიდი მოსავალი, საქართველოში ფქვილის გაიაფების მიზეზი გახდეს.
„დღეის მდგომარეობით, ერთი ტომარა ფქვილის ფასი 68 ლარიდან 60 ლარამდე ჩამოვიდა. ეს ტენდენცია გრძელდება, თუმცა დაუახლოვდება თუ არა სამიზნე ფასს 53 ლარს, ანუ ნიშნულს, რომლის შემდეგაც ფქვილის ფასის სუბსიდირების აუცილებლობა აღარ იქნება, არ ვიცით”,- აცხადებს ლევანი.
ლევან სილაგავა პურის ფასის შესანარჩუნებლად მთავრობას პრევენციული ზომების მიღებას ურჩევს.