მედიის წარმომადგენლები პარლამენტში შესვლას ცდილობენ, რის საშუალებასაც პოლიცია არ აძლევს
მედიის წარმომადგენლებმა პარლამენტში შესვლა სურთ, თუმცა ამის უფლებას მათ პოლიცია არ აძლევთ.
ჟურნალისტებთან ერთად იმყოფება “ლელოს” წევრი თაზო დათუნაშვილი.
როგორც სამართალდამცველებმა განმარტეს, საკანონმდებლო ორგანოში მედიის წარმომადგენლების შესვლა უსაფრთხოების რეჟიმიდან გამომდინარე არ არის შესაძლებელი.
როგორც ერთ-ერთმა აქტივისტმა ანა სუბელიანმა განაცხადა, მათ სურთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს კითხვები პირადად დაუსვან და ამისთვის, საკანონმდებლო ორგანოში შესვლას ეცდებიან.
“ჩვენ ვითხოვდით მინისტრს საჯაროდ ესაუბრა რა რისკები არსებობდა 5 ივლისთან დაკავშირებით და რას აკეთებდნენ ამის პრევენციისთვის. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ძალიან ბევრ ტყუილს და დემაგოგიას მოვისმენთ დღეს. სავარაუდოდ, შიგნით შესვლის შესაძლებლობას არ მოგვცემენ, მაგრამ ვეცდებით და თუ მაინც არ გვექნება შიგნით შესვლის შესაძლებლობა, გარედან მაინც გავაკეთებთ კომენტარებს”, – განაცხადა სუბელიანმა.