QR კოდი საქონლის ხორცზე – რა ახალი ინფორმაციის მიღებას შეძლებს მომხმარებელი
2021 წლის ბოლომდე მომხმარებელს QR კოდით საქონლის ხორცის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას შეძლებს.
Naits – ასე ჰქვია აპლიკაციას, რომელიც ამ დროისთვის სატესტო რეჟიმში მხოლოდ Android-ის მომხმარებლებისთვის მუშაობს.
აპლიკაციის მეშვეობით მომხმარებელს საშუალება ექნება გაიგოს რომელ რეგიონში, რომელ სასაკალაოზე დაკლული პირუტყვი და რამდენი წლის საქონლის ხორცი იყიდება ამა თუ იმ სარეალიზაციო ობიექტზე.