ახალი ამბები

რამდენით გაძვირდა ქვეყანაში პური და საწვავი

ქვეყანაში პური და საწვავი, დაახლოებით, 10 თეთრის ფარგლებში გაძვირდა.

პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელის მალხაზ დოლიძის ინფორმაციით, პურის ფასმა 10-15 თეთრით მოიმატა, ფქვილის სუბსიდირების პროგრამის ამოწურვაა. როგორც დოლიძე განმარტავს, პურის ფასი ზრდის მიმართულებით 10-მდე მსხვილმა მწარმოებელმა დააკორექტირა.

რაც შეეხება საწვავს, მისმა ფასმა არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საშუალოდ 10 თეთრით, ბრენდირებულ სადგურებზე კი – 7 თეთრით მოიმატა.

ფასის მატების პარალელურად ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ინიციატივით გამოდის. გაერთიანებაში ფიქრობენ, რომ ვითარების დასტაბილურება ე.წ მცოცავი აქციზის გადასახადის შემოღებით არის შესაძლებელი.