ახალი ამბები

თელავში, 25 წლამდე კაცმა ორი ადამიანი დაჭრა

გვიან ღამით, თელავში, ალაზნის გამზირზე 25 წლამდე კაცმა ორი ადამიანი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრამდე კაცმა მეგობარ ქალზე ფიზიკურად იძალადა, მოგვიანებით კი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ძმები ცივი იარაღით დაჭრა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ორივე დაჭრილს შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა და თელავის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანა, სადაც ბრალს სავარაუდოდ, დღის ბოლოს წარუდგენენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.