ამირან გამყრელიძე- რეგულაციების გამკაცრება იგეგმება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, იგეგმება არსებული რეგულაციების გამკაცრება.
მისი თქმით, გამკაცრებული იქნება ზედამხედველობა იმაზე თუ როგორ იცავს საზოგადოება რეგულაციებს.
„ყველამ უნდა დავიცვათ ის რეგულაციები, რაც არის. რა თქმა უნდა, გამკაცრება იგეგმება. მეტი ზედამხედველობა იქნება პირბადის ტარებაზე. ასევე, დიდ თავყრილობებზე, იქნება ეს ქორწილებზე, ჭირის სუფრებზე, ასევე, კონგრესებსა და კონფერენციებზე და ა.შ. როგორც გითხარით, ჩვენი ინიციატივა არის, რომ ამ კონფერენციებზე და კონგრესებზე მხოლოდ და მხოლოდ დაშვებული იყოს ორჯერ აცრილი პირები ან ტესტირება ჩატარებული ადამიანები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

