ახალი ამბები

შესაძლოა ამოქმედდეს კანონი გასართობი ღონისძიებების შეზღუდვის შესახებ

ჯანდაცვის მინისტრის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიური სიტუაცია უარესდება.

ამიტომ მისი განცხადებით, შესაძლოა ამოქმეედდეს კანონი გასართობი ღონისძიებების შეზღუდვის შესახებ.

“ინდივიდუალური პასუხისმგებლობა კრიტიკულია და ამდენად, მოქალაქეებისა და საზოგადოების აქტიურობის გარეშე ეს წარმოუდგენელია. მესმის, ზაფხულია, კურორტები გაიხსნა, გასართობი ღონისძიებები ტარდება. სადაც არ არის ადამიანი განწყობილი, რომ იყოს ნიღბით და დისტანცია დაიცვას, მაგრამ ასე არ გამოვა. ისევ მოგვიწევს გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე ვიმუშაოთ. ამაზე დავიწყეთ უკვე ფიქრი”,- განაცხადა გაბუნიამ.

15 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 398 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 164, ხოლო გარდაიცვალა — 11 ადამიანი.