თელავის მერიის წინ პროტესტის ნიშნად საღებავით ,,მკვლელებო” დააწერეს
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის წინ პროტესტის ნიშნად წითელი საღებავით ,,მკვლელებო” და ,,ტრიი” დააწერეს.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული წარწერები ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დააწერეს.
არსებული ინფორმაციით, წარწერები 5 და 6 ივლისს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხება რა დროსაც მედიის წარმომადგენლები სცემეს.
ერთ – ერთი დაზარალებული, Tv პირველის ოპერატორი კი გარდაცვლილი იპოვეს.