მანდატურის სამსახურის თანამშრომლები ჟურნალისტებსა და ოპერატორებს პლენარული სესიის სხდომათა დარბაზს ატოვებინებენ
მანდატურის სამსახურის თანამშრომლები ჟურნალისტებსა და ოპერატორებს პლენარული სესიის სხდომათა დარბაზს ატოვებინებენ.
მედიის წარმომადგენლები დარბაზში მას შემდეგ შევიდნენ, რაც რამდენიმე მედიაორგანიზაციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დარბაზში შეიჭრნენ.
ცნობისთვის, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს პარლამენტის პლენარულ სხდომებზე დასწრება სხდომათა დარბაზის აივნიდან შეუძლიათ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სხდომათა დარბაზში მედიაორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შეიჭრნენ. მათი განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ სხდომის მშვიდ ვითარებაში ჩატარების უფლებას არ მისცემენ მას შემდეგ, რა პროცესებიც ქვეყანაში განვითარდა.