თუშეთის გზაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა
ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზაზე შეზღუდვა გუშინ დაწესდა.
მათი თქმით, უხვი ნალექის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ27 მონაკვეთზე ადიდდა ხევები, რამაც გამოიწვია ღვარცოფული გამონატანები.
ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, აღნიშნული საავტომობილო გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.