ახალი ამბები

თელავში, ზუზუმბოს დასახლებაში მდებარე მრავალბინიან სახლებთან ძაღლები დახოცეს

ქალაქ თელავში, ზუზუმბოს დასახლებაში მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან ძაღლები დახოცეს. შემთხვევა გუშინ შუადღეს მოხდა.

ადგილობრივმა, რომელიც ძაღლებს ყოველდღე საჭმელს აჭმევდა, ისინი მოკლული ნახა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოსახლეობამ პოლიციას უკვე მიმართა.

“კორპუსში მიკედლებული გვყავს მიუსაფარი ძაღლები, ვაჭმევთ და არ არიან აგრესიულები. გუშინ, ორი საათისთვის, მთელმა კორპუსმა გაიგო გასროლის ხმა. დაუდგენელმა პირმა შეფარებული ორი ძაღლი იარაღის გასროლით მოკლა. დღეს გამოვიძახეთ პოლიცია”,– აცხადებენ ადგილობრივები.