ახალი ამბები

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას 40 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მყოფ 40 წლის ქალს შეეჯახა.

სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადას, ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

ექიმების განმარტებით, მას სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ტრამვები ჰქონდა მიღებული.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.