ახალი ამბები

თუშეთის საავტომობილო გზაზე შეზღუდვა დაწესდა

ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე შეზღუდვა დაწესდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ27 მონაკვეთზე ადიდდა ხევები, რამაც გამოიწვია ღვარცოფული გამონატანები.

მათივე ინფორმაციით, შედეგად, აღნიშნული გზის კმ8-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა