თელავში მცხოვრებმა პარამსროლელმა ტოკიოს პარაოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა
თელავში მცხოვრებმა პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა ტოკიოს პარაოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.
ინფორმაციას საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
ლადო ჭინჭარაული პარასროლაში ასევე სხვა ჯილდოების მფლობელიც არის. პარასროლაში მსოფლიო თასის გათამაშებაზე მეოთხე ადგილი დაიკავა.
მსოფლიო თასის გათამაშებაზე პარასროლაში, რომელიც მარტში ალ აინში გაიმართა, ლადო ჭინჭარაულმა, ცეცხლსასროლი იარაღით 50 მეტრიან დისტანციაზე, 8 საუკეთესო პარასპორტსმენს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა.