საგარეჯოში წარმოებული ჩირები და ტყლაპი ექსპორტზე ლიეტუვაში გადის
კომპანიამ Geo Organic საგარეჯოში წარმოებული ჩირი და ტყლაპი ექსპორტზე ლიეტუვაში გაიტანა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ საქმიანობა 2018 წელს. საწარმო სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია და ნედლეულად მხოლოდ ქართულ ხილს იყენებს.
Geo Organic-ი 50 ადამიანს ასაქმებს, რომელთა შორის, ძირითადად, ადგილობრივები არიან.
კომპანიაში აცხადებენ, რომ 2020 წელს საწყის ეტაპზე 200 ტონა ნედლეული გადაამუშავეს, წელს კი დაგეგმილი აქვთ 317 ტონა ხილის გადამუშავება. მათივე ინფორმაციით, პანდემიის მიუხედავად მათ მოახერხეს და პროდუქტი მცირე რაოდენობით ექსპორტზე ლიეტუვაში გაიტანეს. მიმდინარეობს ასევე მოლაპარაკებები პროდუქციის სხვა ქვეყნებში გატანასთან დაგავშირებით.