საწარმოებს ახალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ
ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა პასუხისმგებლობის შესახებ ახალი კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა.
სამინისტროში განმარტავენ, რომ კანონი აწესებს ახალ მოთხოვნებს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მიმსრთულებით, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ კი საწარმო გარემოს დააბინძურებს, ის თავად იქნება ვალდებული გამოასწოროს პრობლემა და გაიღოს ამისთვის ფინანსური თანხები.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც ემყარება პრინციპს- ,,დამბინძურებელი იხდის”.
,,თუ გარემოს ზიანი მიადგა სამი კომპონენტის მიხედვით, ეს არის ნიადაგი, წყალი და ბიომრავალფეროვნება. მაშინ ზიანის მიმყენებელი ვალდებულია გარემო აღადგინოს პირვანდელ მდგომარეობამდე და თუ ეს რამე მიზეზების გამო არ არის შესაძლებელი, მაშინ მან უნდა შექმნას ალტერნატიულ ტერიტორიაზე მსგავსი სერვისები, რომლებსაც ეს დაზიანებული გარემო იძლეოდა სანამ მას ზიანი მიადგებოდა”,- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.