არჩევნებიარჩევნები 2020ახალი ამბები

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიებს რიგითი ნომრები მიენიჭათ

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პოლიტიკური პარტიებისთვის რიგითი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით ცესკო-ში, პოლიტიკური გაერთიანების 11 წარმომადგენლთან შეხვედრა გაიმართა. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიებს რიგითი ნომრები მიენიჭათ.

როგორც ჟურნალისტებს ცესკო-ს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განუცხადა, დღევანდელ შეხვედრას არ დასწრებიან პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების”, „ნაციონალური მოძრაობის” და „გირჩის” წარმომადგენლები იქიდან გამომდინარე, რომ მათ უკვე მიმართეს ცესკო- ს განცხადებით და დაიტოვეს ის რიგითი ნომრები, რომელიც მათ წინასაპარლამენტო არჩევნებში ჰქონდათ მინიჭებული.

„რიგითი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსში ცვლილება შევიდა. პირველ რიგში, რიგითი ნომრის არჩევის უფლება აქვთ იმ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებმაც წინასაპარლამენტო არჩევნებზე მიიღეს ყველაზე მეტი დაფინანსება. მათ შეუძლიათ მიმართონ ცეკო-ს განცხადებით არაუგვიანეს მიმდინარე წლის 17 ივლისისა რიგითი ნომრის არჩევასთან დაკავვშირებით. რაც შეეხება ცესკო-ს, ჩვენ მოწადინებულნი ვართ, რომ გავუწიოთ დახმარება ყველა ჩართულ მხარეს საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

თვითმმართველობის არჩევნებზე პოლიტიკური პარტიები მომაწილეობას მიიღებენ შემდეგი ნომრებით:

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო” -41;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”- 5;

„ევროპული საქართველო”-2 ;

„პატრიოტთა ალიანსი”-8;

„გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი”-1;

„ლელო საქართველოსთვის”-9 ;

„გირჩი”-36; (იაგო ხვიჩია)

„ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები”-7;

„ევროპელი დემოკრატები”-6 ;

„ლეიბორისტული პარტია”- 10;

„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”-4;

„რესპუბლიკური პარტია”-11;

„კანონი და სამართალი”-12;

„პროგრესი და თავისუფლება”-21.