ახალი ამბები

ყვარელში მოყვანილი ყურძნისგან დამზადებული ღვინო “ჟუჟუნა“ ჩინეთის ბაზარზე გავიდა

ყვარლის მუნიციპალიტეტში მოკრეფილი ყურძნისგან დამზადებული ნახევრად ცქრიალა ღვინო “ჟუჟუნა“ ჩინეთში ექსპორტზე გავიდა.

კომპანიის თანამდამფუძნებელი ვასკა ჩუბინიძე აცხადებს, რომ საუბარია მცირე, სატესტო პარტიაზე, რომელიც შანხაიში გაიყიდება. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები იაპონიის მიმართულებითაც. მისი თქმით, კომპანია ქართული პროდუქტის გატანას ევროპის ქვეყნებშიც გეგმავს.

,,ღვინო კახეთში ადრეულ რთველზე დაკრეფილი მწვანესა და რქაწითელისგან მზადდება, მეორადი ფერმენტაციის შედეგად კი ის ბუნებრივი გაზი მიიღება, რომელიც სასმელს ასეთ მსუბუქსა და სასიამოვნო დასალევს ხდის.,,ჟუჟუნა” გამორჩეული პროდუქტია, ის უკვე სხვადასხვა კოქტეილების ერთი-ერთი ძირითადი ინგრედიენტია”,- განაცხადეს კომპანიაში.

ღვინო „ჟუჟუნა“ საქართველოს ბაზარზე 2018 წლიდანაა. კომპანია პროდუქციას ყვარელში, ადგილობრივი ფერმერებისგან ყიდულობს და გადამუშავებას ერთ-ერთ ღვინის მწარმოებელ კომპანიასთან თანამშრომლობის შედეგად ახდენს.