ახალი ამბები

კახეთში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტები გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტები გამოავლინეს.

ლაგოდეხისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეები ღია წესით წვავდნენ, ერთ შემთხვევაში – მუნიციპალურ ნარჩენს, ხოლო, მეორე შემთხვევაში – რეზინისა და პლასმასის ნარჩენებს.

ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. აღნიშნული ნარჩენების დაწვისას, გამოიყოფა ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები, რაც აბინძურებს გარემოს და საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას.