ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

კახეთის რეგიონულმა ჰაბმა სამოქალაქო ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” პროექტის ფარგლებში, კახეთის რეგიონულმა ჰაბმა, 2 დღიანი სამუშაო შეხვედრა გამართა ადგილობრივი სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

,,მედია ცენტრმა ,,კახეთი”, დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ჰაბის მუშაობის სამწლიანი გეგმა. გარდა ამისა, მიაწოდა ინფორმაცია იმ საჭიროებათა და გამოწვევების შესახებ, რომელიც ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების კვლევის საფუძველზე გამოვლინდა.

,,ჩავატარეთ ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და სათემო ცენტრების საჭიროებათა კვლევა. გამოიკვეთა ის კონკრეტული საჭიროებები, რომელიც ორგანიზაციების განვითარების მიმართულებით არის მნიშვნელოვანი და გვინდა, რომ ამ კუთხით ერთობლივად ვიმუშაოთ. გარდა ამისა, ჩვენი შეხვედრის მიზანი იყო ადგილობირივი სამოქალაქო ორგანიზაციების თემატური კლასტერების შექმნა, რომელიც უკავშირდება შესაძლებლობათა გაძლიერებას, უნარებისა და თანამშრომლობის გარკვეული მაგალითების და პრეცენდენტების შექმნას. ასევე დაგვეხმარება სამოქალაქო საზოგადოების კიდევ უფრო გაძლიერებასა და განვითარებაში,”– აცხადებს ,,მედია ცენტრი კახეთის” დირექტორი მაია მამულაშვილი.

<iframe width=”560″ height=”315″ src=”https://www.youtube.com/embed/OkXjVQkDYMQ” title=”YouTube video player” frameborder=”0″ allow=”accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture” allowfullscreen></iframe>