სოფელ კალაურში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
ადგილობრივების თქმით, დამწვარია სახლის ორივე სართული და იქ არსებული საყოფაცხოვრებო ნივთები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ, მოძველებული ელეტქროკაბელები გახდა.