ქარმა ყვარლის მუნიციპალიტეტში სახლებს სახურავი გადახადა
ძლიერმა ქარმა კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტები დააზარალა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოლფელში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სტიქიისგან დაზარალებულ ადგილობრივებს მცხოვრებლებს შეხვდნენ.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხვალ დილიდან, მერიის ზარალის დამთვლელი კომისია დაიწყებს ზარალის აღწერას.
უამინდობის გამო, პრობლემები შეიქმნა ასევე თელავის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში. ქალაქ თელავში და საგარეჯოს სოფლებში – კაკაბეთი, ყანდაურა, ბადიაური, უდაბნო, დიდი და პატარა ჩაილური, თოხლიაური, გიორგიწმინდა, ძლიერმა ქარმა მრავალწლოვანი ხეები დაგლიჯა, რამაც გზების ჩახერგვა გამოიწვია.
ამ დროისათვის, აღნიშნულ სოფლებში, გზების გაწმენდა მიმდინარეობს.
მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება.