ძლიერმა ქარმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტი დააზარალა-ფოტოები
ძლიერმა ქარმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა საუბნო და ცენტრალურ გზებზე ტანმაღალი ხეები წააქცია.
შედეგად რამდენიმე ლოკაციაზე გზის სავალი ნაწილი ჩაიხერგა, დაზიანდა ელექტრო გადამცემი სადენები და ზოგიერთ სოფელში საცხოვრებელ სახლს გადახადა სახურავი.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ სამუშაო ჯგუფები და შესაბამისი ტექნიკა გასულია სტიქიის ზონებში, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
,,ბადიაური-ყანდაურის დამაკავშირებელ გზაზე, მანავსა და გიორგიწმინდაში მოძრაობა აღდგენილია.
ამ ეტაპზე რამდენიმე სოფელს არ მიწოდება ელექტრო ენერგია. ენერგოპროს საგარეჯოს სერვისცენტრის მობილური ჯგუფი გასულია დაზიანებიას ადგილზე და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
თითოეულ სოფელში, სადაც სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მოსახლეობას, მუნიციპალიტეტის მერიის ზარალის დამთვლელი კომისია, ხვალ დილიდან დაიწყებს სააღრიცხვო სამუშაოებს”,-აცხადებენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში.