ახალი ამბები

თელავიდან “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობას საჯარო მოხელეებიც იღებენ

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო აქციას მოქალაქეები კახეთიდანაც შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეები დილით თელავის თეატრთან იმყოფებოდნენ, რომელთა შორის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელიც მივიდა. ის 100-მდე ადგილობრივთან ერთად, რომელთა შორისაც საპატრიარქოს ჩოხოსნები, სასულიერო პირები, და მრევლი იმყოფებოდნენ დედაქალაქისკენ წავიდა. მანამდე ისინი თელავის ცენტრში მღვდელმსახურების მიერ ჩატარებულ პარაკლისს დაესწრნენ.

მათი განცხადებით, ლგბტ წარმომადგენლებთან კონფლიქტს არ აპირებენ, თუმცა დაგეგმილი მარში მათთვის მიუღებელია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ,,თბილისი პრაიდის” კვირეუის ფარგლებში დაგეგმილი აქციის პარალელურად მოწინააღმდეგეთა შეკრებას და აქციის გამართვას გეგმავს.

აღნიშნული განცხადება საპატრიარქომ ორი დღის წინ გაავრცელა, სადაც საკუთარ მრევლს ღირსების დაცვისკენ მოუწოდა.