“თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო აქციას მოქალაქეები თელავიდანაც შეუერთდნენ
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო აქციას მოქალაქეები კახეთიდანაც შეუერთდნენ.
როგორც ისინი აცხადებენ, თბილისში თელავიდან ჩამოვიდნენ იმისათვის, რომ “თბილისი პრაიდის” ღონისძიება გააპროტესტონ. მათ თან აქვთ მეფე ერეკლეს პორტრეტი, რაც მათივე განმარტებით, “საქართველოს სიძლიერეს გამოხატავს”.
“პრაიდის” მოწინააღმდეგეები ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან და ქაშუეთის ეკლესიასთან არიან განლაგებულები.