დაპირისპირების რამდენიმე კერა- რა მდგომარეობაა თბილისში
თბილისში მიმდინარე აქციებზე სიტუაცია დაძაბულია. ამ დროისთვის დედაქალაქში დაპირისპირების რამდენიმე კერაა.
„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები სხვადასხვა ლოკაციაზე იმყოფებიან, მათ შორის ქაშუეთის ტაძართან, პარლამენტთან, ფილარმონიასთან, „სირცხვილიას“ ოფისთან“, „თბილისი პრაიდის“ ოფისთან, მრგვალ ბაღთან და კიდევ არა ერთ ლოკაციაზე.
„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები უპირისპირდებიან როგორც პრაიდის მომხრეებს, ისე მედიის წარმომადგენლებს. არის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები.
ყველა ლოკაციაზე პოლიციაა განთავსებული, თუმცა მცირე რაოდენობით, რის გამოც სამართალდამცავებს დაპირისპირების პრევენცია და მისი აღმოფხვრა უჭირთ.
არიან დაშავებულები, მათ შორის მედიის წარმომადგენლები.
ფოტო: ინტერპრესნიუსი