თელავში ჩოგბურთის ახალგაზრდული ტურნირი მიმდინარეობს
თელავში ჩოგბურთის ახალგაზრდული ტურნირი მიმდინარეობს. ტურნირი რომელიც სამ ეტაპად მიმდინარეობს, 18 წლამდე ასაკის ვაჟთა და ქალთა პრიზიორებს გამოავლენს.
თელავის ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ალექსანდრე მეტრეველის თქმით, საპრიზო ფონდი შეადგენს 25 000 დოლარს.
“ტურნირის დასრულების შემდეგ, გადავდივართ პროფესიონალურ ტურზე, რომელზე დაწესებული იქნება საპრიზო ფონდი. შეადგენს 25 000 დოლარს. თელავის ტურნირების სერია დასრულდება რვა აგვისტოს და აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი ჩატარდება კოვიდ რეგულაციების დაცვით”,- განაცხადა ალექსანდრე მეტრეველმა.