ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში პრობლემები შექმნა
ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში პრობლემები შექმნა.
სოფელ კაბალსა და ჰერეთისკარში მოგლეჯილია ხეები. სოფელ ნინიგორში კი 20-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი აქვს გადახდილი.
ზარალის მასშტაბების შესახებ უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.