ახალი ამბები

კახეთში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების 5 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების 5 ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ლაგოდეხის, გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეები უკანონოდ ახდენდნენ ინერტული მასალის მოპოვებას.

სამართალდამრღვევებს, ჯამში, უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული 9 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში და 30 კუბური მეტრი ქვა. მათ მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.