თელავში ჟურნალისტებმა სოლიდარობის აქცია – „არა ძალადობას, მოგვეცით მუშაობის საშუალება“ გამართეს
თელავში ჟურნალისტებმა სოლიდარობის აქცია – „არა ძალადობას, მოგვეცით მუშაობის საშუალება“ გამართეს.
კახეთის რეგიონში მომუშავე ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა
თბილისში განვითარებული მოვლენები მდუმარე აქციით გააპროტეატეს.
მათი თქმით, დაუშვებელია ჟურნალისტებზე ძალადობა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა.
ჟურნალისტები მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ.

