გურჯაანში 3 წლის ბავშვი მესამე სართულის ფანჯრიდან გადავარდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში 3 წლის ბავშვი მესამე სართულის ფანჯრიდან გადავარდა.
დაშავებული მცირეწლოვანი გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის საავადმყოფოში მრავლობითი დაზიანებებით მოათავსეს, თუმცა მდგომარეობის სიმძიმის გამო, ის თბილისის ერთ- ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. ჯეოჰოსპიტალსის დირექტორის, გელა ორველაშვილის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.
“ძალიან მძიმედგომარეობა ჰქონდა, მრავლობითი ტრავმები, გულის, თავის არეში და ზოგადად, რთული ვითარება იყო. ამიტომ მისი თბილისში გადაყვანა გადაწყდა და კრიტიკული მედიცინის ცენტრმა გადაიყვანა,”-განაცხადა ორველაშვილმა.
კორპუსი, საიდანაც მცირეწლოვანი გადავარდა, მრავალსართულიანია. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვი ფანჯარასთან ჩუმად მიიპარა.