ახალი ამბები

რა პროდუქტებიო გაძვირდა ივნისის თვეში ყველაზე მეტად

საქტატის ინფორმაციით, ივნისის თვის მონაცემებით ქვეყანაში 9.9%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა, რაც უახლოესი 10 წლის რეკორდული მაჩვენებელია.

საქსტატის თანახმად, ფასების ზრდა სასურსათო და არასასურსათო ჯგუფების უმეტესობას შეეხო. წლიურ ჭრილში ფასების განსაკუთრებულად მკვეთრი მატება შემდეგ პროდუქტებზე დაფიქსირდა:

მზესუმზირის ზეთი ფასის მატება – 96%, წიწაკა ფასის მატება – 59%, ბენზინი ფასის მატება – 59%, დიზელის საწვავი ფასის მატება – 52%, სტაფილო ფასის მატება – 47%,
შაქარი ფასის მატება – 35%, სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები ფასის მატება – 29%, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები ფასის მატება – 28%, მწვანილი ფასის მატება – 25%, მარგარინი ფასის მატება – 25%,კვერცხი ფასის მატება – 25%, ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი ფასის მატება – 24%, ავტომობილის სათადარიგო ნაწილები ფასის მატება – 19%, ხოლო ინფლაციას თვიურ ჭრილში, ანუ ივნისში ფასების ცვლილებას მაისთან შედარებით, მან 0.7% შეადგინა.