ახალი ამბები

ვაშლოვანის ნაკრძალში ხანძარია

ხანძარია დედოფლისწყაროში, ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში.

ცეცხლი ტყით დაფარულ ზონაში, მრავლწლოვან ხეებს უკიდია.

ნაკრძალის ხელმძღვანელობის თქმით, ხანძარი მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია.

ცეცხლის კერა მთიან რელიეფზეა, რის გამოც, სპეციალური ტექნიკით ადგილამდე მისვლა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

,, ერთ საათის წინ მოიღრუბლა, მოლოდნელად დაიგრუხუნა და სვარაუდოდ ხეს მეხი დაეცა, ამის შემდეგ კვამლი შევნიშნეთ. 31 წელია ვაშლოვანის ეროვნულ ნაკრძალში ვმუშაობ და მსგავსი შემთხვევა ზაფხულში არ მახსოვს. რამდენ ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული ჯერ არ ვიცით, მივდივართ ფეხით, რელიეფი რთულია, სამ კილომეტრე მეტი გზა გვაქვს გასავლელი”- განაცხადა ვაშლოვანის ეროვნული ნაკრძალის წარმომადგენელმა ვაჟა ჩერქეზიშვილმა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო- სამაშველო ჯგუფები, რომლებიც ხანძრის კერისკენ მიემართებიან.