ახალი ამბები

საქართველოს MMA-ის ჩემპიონატის პირველ ორთაბრძოლაში გაიმარჯვა თელაველმა სოსო ქოჩიშვილმა

საქართველოს MMA-ის ჩემპიონატის პირველ რაუნდში თელაველმა სოსო ქოჩიშვილმა გაიმარჯვა. ჩემპიონატი შერეულ ორთაბრძოლებში პროფესიონალ მებრძოლებს შორის ჩატარდა.
ჩემპიონატზე თელავში მცხოვრებმა სოსო ქოჩიშვილმა ჩემპიონის ტიტული დაიმსახურა. სოსო 3 წელია სპორტის ამ სახეობით არის დაკავებული და არაერთი ორთაბრძოლის გამარჯვებულია.
“ჩემი ბრძოლა საქართველოს ჩემპიონის ტიტულზე იყო. 1 რაუნდში, პირველივე წუთზე ტექნიკური ნოკაუტით გავიმარჯვე. 3 წელია ამ სპორტით ვარ დაკავებული, მანამდე 13 წელი ძიუდოს ვჭიდაობდი. სამომავლო გეგმები კი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონობაა”,-  აცხადებს სოსო ქოჩიშვილი.