კახეთში გარეულ ღორზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გარეულ ღორზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში,”ინაბოტის” მიმდებარე ტყეში, მოქალაქემ რეგისტრირებული სანადირო თოფით უკანონოდ მოინადირა გარეული ღორი. გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 1000 ლარი შეადგინა.
მათივე თქმით, სანადირო თოფი დაილუქა და სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მასალები კი შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.