საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ტურისტული გადასახადის შემოღების ინიციატივით გამოდის
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ტურისტული გადასახადის შემოღების ინიციატივით გამოდის.
ტურისტული მოსაკრებელი ქალაქის, საკურორტო, ეკოლოგიურ თუ სხვა ტურისტულ გადასახადებს მოიცავს. საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ ინიციატივას ჯერ მხოლოდ იდეის ხასიათი აქვს თუმცა მისი განხილვა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და კერძო სექტორთან ერთად იგეგმება.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი მარრი ამბობს, რომ გადასახადის დაწესების შემთხვევაში მთავარი საკითხი სწორედ აკუმულირებული თანხების სწორად განკარგვა იქნება. მისი თქმით, ამ შემთხვევაში ყველაზე მისაღები მოდელი იქნება თუ აღნიშნულ საკითხში ტურიზმის ადგილობრივი განვითარების ორგანიზაციები ჩაერთვებიან. ამასთან, გიორგი მარრი ამბობს, რომ აკუმულირებული თანხების მიმართვა ტურისტული ინფრასტრუქტრის განვითარებაში მოხდება, რაც საბოლოო ჯამში დარგისთვის სიკეთის მომტანი იქნება.
ტურისტული კომპანიების წარმომადგენლების თქმით კი ტურიზმის გადასახადის შემოღება ვიზიტორებს მოგზაურობას გაუძვირებს. მათივე თქმით, ტურისტებისთვის ხარჯების ზრდასთან ერთად ასევე პრობლემური იქნება აღსრულების ნაწილიც, რადგან არაერთი მცირე და საშუალო სასტუმროსგან შესაბამისი თანხების ამოღება გართულდება