თვითმმართველი თემების ადმინისტრაციულ ცენტრში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საკრებულოს ასარჩევი წევრების რაოდენობა ახლებურად განისაზღვრა
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, თვითმმართველი თემების ადმინისტრაციულ ცენტრში, ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით, მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემით საკრებულოს ასარჩევი წევრების რაოდენობა ახლებურად განისაზღვრა.
პარლამენტის ინფორმაციით, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 7 ათასს არ აღემატება, მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს ერთი წევრი, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 7 ათასზე მეტია, მაგრამ 14 ათასს არ აღემატება, მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს ორი წევრი; სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 14 ათასზე მეტია, მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს სამი წევრი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა აღნიშნული ცვლილებები საარჩევნო კოდექსის 140-ე მუხლში შეიტანა. კომიტეტმა, დღეს კოდექსში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენისთვის განიხილა, მანამდე მეორე მოსმენისას დამატებითი განხილვისთვის გადადებულ 140-ე მუხლში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა.