ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი-განიხილება ლაგოდეხი-თბილისი-ბათუმის რკინიგზის მშენებლობა

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, განიხილება ლაგოდეხი-თბილისი-ბათუმის რკინიგზის მშენებლობა.

მისი თქმით, სავარაუდო ბიუჯეტის დათვლაზეც მიმდინარეობს მუშაობა.

,,ზოგადად, მატარებლი კახეთში, ძალიან კარგი იდეა იქნებოდა. მაგალითად, როგორიც არის კალიფორნიაში, იგივე რომ განხორციელდეს კახეთში. განხილვადია ეს პროექტი. რკინიგზის ხელმძღვანელობას ჩვენ უკვე დავავალეთ, რომ წარმოდგენა გვქონდეს, რა თანხებზე შეიძლება იყოს საუბარი.

წელს თუ არა, შეიძლება რამდენიმე წლის განმავლობაში გაკეთდეს პროგრამა და დავიწყოთ ამის აღდგენაც. რკინიგზის წარმომადგენლებთან ჩვენ უკვე გვქონდა სამუშაო შეხვედრა. ასევე განვიხილეთ ლაგოდეხი-თბილისი-ბათუმის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობაც და სავარაუდო ბიუჯეტის დათვლაზეც მიმდინარეობს მუშაობა, რომ ვიცოდეთ, როდის შეიძლება ამაზე დავიწყოთ მუშაობა. მთელ ამ რეგიონებს ჩავრთავდით და გადაადგილება, რა თქმა უნდა, გახდება ადვილი” , – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.