წნორი-დედოფლისწყაროს დამაკავშირებელ გზაზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა- ვიდეო
წნორი-დედოფლისწყაროს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
თვითმხილველების თქმით, “ფორდის”-ს ტიპის სამგზავრო ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და მსუბუქ მანქანას დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ წნორის ,,არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა.
ექიმის განმარტებით, ორივე დაშავებულის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.