მზესუმზირების ულამაზესი ბაღი წნორიდან- ვიდეო
სიღნაღის მუნიციპალიტეტის დაბა წნორში ბაბუაწვერას მურაბის, იასამნისფერი სტაფილოს და შავი პომიდორის წარმოება უახლოეს ხანში დაიწყება. აღნიშნული პროდუქტების წარმოებას ბიო-მეურნეობა „სამყურა“ გეგმავს და აღნიშნულ პროდუქციას მომხმარებელს განახლებულ სეზონზე შესთავაზებს.
ნიკა ბაგალიშვილი წნორში ბიოპროდუქტებს აწარმოებს. ის ბროკოლის, ლობიოს, კარტოფილის, ცხარე და ბულგარული წიწაკის, პომიდვრის მოსაყვანად აგროქიმიკატებს არ მოიხმარს.
მეწარმე ბოსტნეულს მხოლოდ ბუნებრივი სასუქით ამდიდრებს.
ნიკა ბაგალიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით საკუთარ მეურნეობას აცნობს მომხმარებლებს. ახალგაზრდა მეწარმეს ასევე მზესუმზირაც მოყავს.
იხილეთ მზესუმზირის ულამაზესი ბაღი წნორიდან: