ახალი ამბები

საგარეჯოში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაილურთან მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 

თვითმხილველების თქმით, “მერსედესის” მარკის ავტომობილი მოტოციკლს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ავტომობილის მგზავრი, 45 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

რაც შეეხება მოტოციკლის მძღოლს, ის სხეულის არეში მიყენებული დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. კლინიკაში მოხვდა მსუბუქი მანქანის ერთი მგზავრიც.

მომხდარზე გამოძიება ტრასნპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლი დაიწყო.

One thought on “საგარეჯოში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

Comments are closed.