მოქალაქეებს კორონავირუსის გამო დადგენილი რეგულაციების დარღვევისას გადახდილი ჯარიმა უკან არ დაუბრუნდებათ
საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მოქალაქეებს და იურიდიულ პირებს იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებული დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელი ჯარიმები ჩამოეწერებათ.
ხოლო მათ ვინც უკვე გადაიხადა ჯარიმა, თანხა უკან არ დაუბრუნდებათ. შეგახსენებთ, რომ ჯარიმისგან განთავისუფლდება 245 ათასზე მეტი მოქალაქე და 344 იურიდიული პირი.