ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ხანძარია
ხანძარია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ადგილობრივი მცხოვრების, რუსტამ ქაზუმოვის საკუთრებაში არსებული ცხოველების სადგომს გაუჩნდა, სადაც ხმელი ბალახი ინახებოდა.
ამ ეტაპზე პირუტყვი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო- სამაშველო სამსახურები, რომლებიც ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.