გურჯაანის მოსახლეობის ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება შეეზღუდება
23 ივნისს, 11:00-დან 14:00 საათამდე გაზის მიწოდება შეეზღუდებათ ქალაქ გურჯაანს და გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ჭანდარს, ძირკოკს,ვეჯინს, ჩუმლაყს ბუნებრივი აირის მიწოდება შეეზღუდებათ.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” ინფორმაციით, მიზეზი გეგმური სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
„შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 23 ივნისს გურჯაანის გაზგამანაწილებელ სადგურში, გეგმურ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. კერძოდ, შემოვლითი ხაზის აღდგენასა და ოდორანტის კვანძის განახლებას აწარმოებს. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 23 ივნისს, 11:00-დან 14:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ ქალაქ გურჯაანს და გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ჭანდარს, ძირკოკს, ვეჯინს, ჩუმლაყს.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.